დატოვე სახელი და ნომერი — მოკლე ხანში დაგირეკავთ.
ბრენდის აუდიტი არის თქვენი ბრენდის არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შეფასება — როგორ აღიქმება იგი ბაზარზე, რა გამოარჩევს კონკურენტებისგან და სად არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ ვაანალიზებთ ბრენდის ვიზუალურ და ვერბალურ იდენტობას, კომუნიკაციას მომხმარებელთან და მის პოზიციონირებას, რათა გამოვავლინოთ ძლიერი მხარეები და გამოწვევები
ბაზრის, აუდიტორიისა და კონკურენციის ანალიზზე დაფუძნებული მკაფიო მარკეტინგული ხედვა, რომელიც ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ერთ ლოგიკას უქვემდებარებს
ბრენდი ლოგო არ არის — ეს დაპირებაა, რომელსაც ასრულებ.ბრენდის არსის, ხასიათისა და დაპირების განსაზღვრა, რომელიც ვიზუალამდე დგას და ყველა გადაწყვეტილებას საფუძველს უქმნის
ბიზნესის გრძელვადიანი მიმართულების განსაზღვრა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების ერთ მთავარ მიზანთან გასწორება.
გაყიდვების პროცესის, არხებისა და გუნდის სტრუქტურირება, რომ ლიდი რეალურ შემოსავლად გარდაიქმნას
იდეიდან ბაზარზე გასვლამდე — პროდუქტის კონცეფცია, ვალიდაცია და გაშვების სტრატეგია.
სრული ვიზუალური სისტემა — ლოგო, ფერი, ტიპოგრაფიკა და გაიდლაინი, რომელიც ბრენდს ცნობადსა და თანმიმდევრულს ხდის.
B2B ფორმატის სამუშაო სესიები კომპანიების გუნდებისა და ლიდერებისთვის — ბრენდი, მარკეტინგი, გაყიდვები და სტრატეგია კონკრეტულ გამოწვევებზე მორგებული.
სწრაფი, კონვერსიაზე ორიენტირებული ვებსაიტები, რომლებიც ბრენდის ხედვას ციფრულ გამოცდილებად აქცევს.
ვეხმარებით ორგანიზაციებს გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და კომპლექსური გამოწვევების პრაქტიკულ, გაზომვად სამოქმედო გეგმად ქცევაში. ყოველი სტრატეგია მხოლოდ თქვენს ბიზნესსა და კონტექსტზე არის მორგებული.
ცვლილება ყოველთვის რთულია — ადამიანებისთვის, გუნდებისთვის, სისტემებისთვის. ვმართავთ ამ პროცესს ისე, რომ ცვლილება მტკივნეული კი არ იყოს, არამედ გახდეს ზრდის კატალიზატორი.